სალომე ქათამაძე, ანუ სალომე მდივანი, როგორც ახლა პოზიციონირებს, დიდი ხნის წინ აშშ-ში წავიდა ემიგრანტად, თუმცა მანამდე საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი იყო.
პოდკასტი „უეჭველი ქართველია“ მასთან ინტერვიუს დიდ ანონსს გვთავაზობს, სადაც სალომე ბევრ თემაზე საუბრობს და დიდი ხნის შემდეგ დათანხმდა ინტერვიუს.
„მატკინეს ადამიანებმა, შემაშინეს… შემიყვარდა ერთი ბიჭი… ისეთი თავგადასავლები მქონდა, საოცრება…“, აღნიშნავს ანონსში მომღერალი.
ის საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობა გადაწყვიტა.
„ჩემი პატარა ძმა, ჩემი გიორგუნა წავიდა ცოტა ხნის წინ… მეც და ჩემი ოჯახიც ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ მის გარეშე…“, დასძენს მომღერალი და ეხმიანება იმ ტრაგედიას, რომელიც მის ოჯახში მცირე ხნის წინ მოხდა.
