LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი პირველი ქართული სიმღერა რაზე უნდა დამეწერა თუ არა ჩემს საქართველოზე?“ – ნინი ბრეგვაძე სიმღერას „ძალა დამელია დარდით“ არაჩვეულებრივად ასრულებს

413
ნინი ბრეგვაძე

მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ გადაცემაში „აკუსტიკა“ სიმღერა „ძალა დამელია დარდით“ შეასრულა, რომელსაც სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

ნინი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ პროექტზე მუშაობდნენ და წერს, რომ ერთი სული აქვს, როდის შეასრულებს ამ სიმღერას აუდიტორიის წინაშე.

„ძალა დამელია დარდით“ – ჩემი პირველი ქართული სიმღერა რაზე უნდა დამეწერა თუ არა ჩემს საქართველოზე? 🇬🇪 იმედი მაქვს მოგეწონებათ. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ.

მადლობა ჯგუფ On The Road-ს, რომ ასე პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ჩემს გულის ნაგლეჯს, ასევე მადლობა აკუსტიკა • Akustika • 1tv.ge და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტზე მუშაობს.

ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს მენეჯერს Mari Sharman-ს, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში საინტერესო პროექტებში მივიღო მონაწილეობა.

ერთი სული მაქვს ამ სიმღერას აუდიტორიის წინაშე როდის შევასრულებ საქართველოში!“, – წერს ნინი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები