LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჩემი ქმარი ასე მეუბნება, ისეთი მენატრები დიდი ლოყები რომ გქონდა… საზოგადოებისგან „ყველაზე ცუდი ფრაზა იყო „ვაიმე ანგელოზივით სახე გაქვს და რომ გახდე რა გოგო იქნები“ – გოგონა, რომელმაც 158 – დან 78 კილოგრამამდე დაიკლო და სარკე ისევ შეიყვარა

243
ნუკი

„თვეზე მეტია, შეგნებულად სარკესთან არ მივსულვარ და არ ჩამიხედავს, მომენტალურად მიცრემლიანდებოდა თვალები… ავიღე სარკე და გადავდგი“ – ამის შესახებ საკუთარი თავის მიღებასა და სიმსუქნის მძიმე ფსიქოლოგიურ შედეგებზე „იმედის დღის“ ეთერში რუბრიკის სტუმარი, ნუკი საუბრობს.

გოგონა იხსენებს, რომ ამ პრობლემის გამო ყველაზე და ყველაფერზე ღიზიანდებოდა.

ყველაზე მეტად კი ახსენდება ფრაზა, რომელსაც ხშირად ისმენდა „ვაიმე ანგელოზივით სახე გაქვს და რომ გახდე რა გოგო იქნები“.

გოგონა ამბობს, რომ ამ ფრაზაზე მძიმე მოსასმენი არაფერი არ არის:

„თვეზე მეტი, შეგნებულად სარკესთან არ მივსულვარ და არ ჩამიხედავს, მომენტალურად მიცრემლიანდებოდა თვალები, ავიღე სარკე და გადავდგი. ყველაზე და ყველაფერზე ვღიზიანდებოდი, ყველაზე ცუდი ფრაზა კი იყო, რომ „ვაიმე ანგელოზივით სახე გაქვს და რომ გახდე რა გოგო იქნები“ – აი ამაზე ცუდი მოსასმენი არაფერია“ – ამბობს ნუკი.

ნუკი იხსენებს როგორ გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება და ამბობს, რომ საოპერაციოში შესვლის დროს 158 კილოგრამს იწონიდა:

„საოპერაციოში რომ შევედი ვიყავი 158 კილო, კუჭის დაახლოებით ერთი მესამედი მომაჭრეს, გამიჭირდა ოპერაციის შემდგომი პერიოდი, დიდი ხანი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, მაგრამ ღირდა, ცხრაჯერ რომ დამჭირდეს ცხრაჯერ გავიკეთებ ოპერაციას… ახლა ვარ 78 კილო, მაგრამ სულ შიშში ვარ“ – იხსენებს ნუკი.

ნუკიმ გადაცემაში თავის სიყვარულის ისტორიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი მეუღლე რომ არ ყოფილიყო ამ კრიტიკულ პერიოდში, მისთვის ბევრად რთული გადასატანი იქინებოდა ეს ყველაფერი:

„ვმეგობრობდით, კოვიდის პერიოდი იყო, ასე მიწერ-მოწერაში კარანტინი გავიარეთ და რომ გამოვედით პირველივე დღეს სიყვარული ამიხსნა, ასე შევრჩით ერთმანეთს, ერთი წლის წინ მქონდა ქორწილი. გაგა რომ არ ყოფილიყო ამ ყველაფერს ათჯერ უფრო რთულად გადავიტანდი… ასე მეუბნება ისეთი მენატრები დიდი ლოყები რომ გქონდა, გაგამ მასწავლა ჩემი თავის სიყვარული… “ – ჰყვება ნუკი.

გულახდილი ინტერვიუ გოგონასთან, რომელმაც 80 კგ. დაიკლო,

გულახდილი ინტერვიუ გოგონასთან, რომელმაც 80 კგ. დაიკლო, საკუთარი თავის მიღებასა და სიმსუქნის მძიმე შედეგებზე 🗨️ „ანგელოზივით გოგო ხარ და რომ გახდე რა გოგო იქნები – ამაზე ცუდი მოსასმენი არაფერი არ არის“

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები