გადაცემაში „სხვა რაკურსი“ პოეტის, ნანა ცინცაძის საღამო გაიმართა, სადაც მიწვეულნი იყვნენ მომღერლები, რომლებიც მის ლექსებს სიმღერებად აქცევენ.
ეკა კვალიაშვილი საუბრობს, რომ მთელი მისი შემოქმედების 99% სწორედ ნანა ცინცაძის ლექსებია.
„ნანას ლექსებზე ვმღერი რაც შეგნებული შემოქმედებითი ცხოვრება დავიწყე. ბავშვობიდან ვმღეროდი, ხან ცნობილ კომპოზიტორებს, ხან ვის, ხან ვის, მაგრამ როდესაც ჩემი საკუთარი სიმღერების შესრულება დავიწყე, 99% ჩემი შემოქმედების არის ნანას ლექსები.
ნანას ლექსების კრებული მაქვს სახლში და ჩემთვის სამაგიდო წიგნებია იმდენად მიყვარს მისი შემოქმედება. მამაჩემსაც ძალიან უყვარდა ნანას შემოქმედება“, – ამბობს ეკა კვალიაშვილი.
