LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,ჩემი შვილები ნახევრად ქართველები და ნახევრად ჰაიტელები არიან… ეს ლეილაა, ეს ლუკა“ – მარიამ ლამაზი გამომწერებს უსაყვარლესი შვილების ვიდეოს უზიარებს

1987
მარიამ ლამაზი

ცნობილი ინფლუენსერი, მარიამ ლამაზი ,,ინსტაგრამზე“ თავის გამომწერებს, უსაყვარლესი შვილების ვიდეოს უზიარებს.

„ვაბოდებ ჩემს ქმარზე… ტიკტოკზე მხოლოდ ქართველები მაბულინგებენ”- მარიამ ლამაზი

მარიამ ლამაზი ამბობს, რომ წელიწადში ერთხელ უწევს შვილებს თმა გაუსწოროს, რათა გაიგოს, როგორ გაეზარდათ პატარებს თმა:

,,ჩემი შვილები ნახევრად ქართველები და ნახევრად ჰაიტელები არიან. ვაპირებ მათი თმის გასწორებას ცხელი უთოთი. ეს ლეილაა, ის ორი წლისაა და ნახავთ საბოლოო შედეგს ვიდეოს ბოლოს. ეს არია ლუკაა, ხუთი წლის.

შეხედეთ თმას როგორი გრძელია, დაბადებიდან მხოლოდ ერთხელ შევაჭერი, ნახეთ როგორ მგვანან სწორი თმით.

ამას მხოლოდ წელიწადში ერთხელ ვაკეთებ, ასე რომ ჩემო კარგებო არ ინერვიულოთ თმის დაზიანებაზე, უბრალოდ გვინდოდა გვენახა რამსიგრძე თმა გაეზარდათ“ – ამბობს მარიამ ლამაზი.

ვიდეო: „ჩემს დაქალს ღადაობით ჩავუგდე მისი ფოტო და მივწერე, ჩემი მომავალი ქმარია-მეთქი“ – როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე მარიამ ლამაზმა

ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება აქვს. გამომწერები მარიამ ლამაზის შვილების მიმართ თბილ სიტყვებს არ იშურებენ:

,,როგორ მიყვარს ეს ორი გემრიელი ,,შოკოლადის ბისკვიტი… როგორი საყვარლები არიან… რა სასწაულად ლამაზი ბავშვები არიან… გაიხარეთ, იბედნიერეთ❤️“- წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g