„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული, თედო ბექაური ესტუმრა 77 წლის ქალბატონს, რომელიც მას პროექტში აქტიურად გულშემატკივრობდა და მისი გაცნობის დიდი სურვილი ჰქონდა:
„დღეს უნდა ვესტუმრო ქალბატონ ლიას, რომელიც არის 77 წლის ქალბატონი. არც ერთი ლაივი არ გამოუტოვებია „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და დიდი სურვილი ჰქონდა ჩემი გაცნობის“, აღნიშნავს თედო ვიდეოში, რომელსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, როგორ უხარია ქალბატონს თედოსთან შეხვედრა:
„წაიკითხე ჩემი წერილი? ჩემი თედო მოვიდა… ნატვრა ამიხდა“, ამბობს აღფრთოვანებული ქალბატონი.