LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემმა მოძღვარმა დამარიგა, ცოლი უკვე სხვისას ნიშნავსო… ცოლი მოიყვანო კი არა – ქალი მოიყვანო ცოლად…“ – გიორგი გილიგაშვილი „იმედის“ ეთერში საუბრობს, როდის გეგმავს დაოჯახებას

214
გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი გიორგი გილიგაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში მის სტუმრობას ასახავს.

გადაცემაში „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ გიორგი გილიგაშვილმა სახალისო ისტორია გაიხსენა და მაყურებელთან ერთად გადაცემის ჩაწერაზე მყოფი ხალხის გაახალისა.

„ჩემმა მოძღვარმა დამარიგა, ცოლი უკვე სხვისას ნიშნავსო… ერთხელ მე და ჩემი ძმაკაცი ავდექით, ვვახშმობდით მამებთან. სად მიდიხართ ბიჭებოო და რატომღაც უკბილოდ ვიხუმრე, მამაო ცოლები უნდა მოვიყვანოთ – მეთქი. ვის ცოლს დაადგით თვალიო? არ იყო პატარა პურ-მარილი და ისე შეგვრცხვა… ეს წლების წინანდელი ამბავია. ცოლი უკვე სტატუსია და სხვისას ნიშნავს, ასე რომ ცოლი მოიყვანო კი არა – ქალი მოიყვანო ცოლად…“ – ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

წამყვანის კითხვაზე, როდის გეგმავს დაოჯახებას, გიორგი პასუხობს: „როცა ღმერთი ინებებს“.

გიორგი გილიგაშვილი სიყვარულის ძიებაშია: „არ ვაკლებ ჩემს ქორშევარდნისებრ მზერას ჩემ გარშემო მშვენიერებს, რომ აღმოვაჩინო ის ერთადერთი, რომელიც ჩემს ვარსკვლავზეა გაჩენილი და მე – მისაზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g