27 ოქტომბერს, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ლაშას ემოციური პოსტით ემშვიდობება, რომელთა შორის მისი მეგობარი ლევან კირვალიძეც არის.
„ჩემო იმედო 😭 რა ვქნა ახლა მე Lasha Baslandze 💔“, – წერს ლევან კირვალიძე და ლაშას ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ლევანის მისამართით დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავს.
ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს სამშაბათს დაკრძალავენ, პანაშვიდები კვირას და ორშაბათს გაიმართება
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
„ბასლა აღარ გვყავს“ – ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“
