გაჯეტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და მათზე დამოკიდებულება – ამ თემაზე ისაუბრა მომღერალმა, გიორგი ძოწენიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „პრაიმშოუ“.
მომღერალი ამბობს, რომ ტელეფონების, გაჯეტებსა თუ ტელევიზორის გამოყენება დოზირებულად უნდა მოხდეს. მან მაყურებელს თავისი შვილის, პატარა ანიტას შესახებ უამბო:
„ანიტა, ჩემი უფროსი ქალიშვილი, რომელიც სამი წლისაა, მას ამ გაჯეტებთან შეხება არ ჰქონია, არც გმირები არ იცოდა, არც მულტფილმები და მხოლოდ დედამისი, ჩემი მეუღლე რასაც აყურებინებდა ეს იყო წიგნები, მხოლოდ ამაზე ჰქონდა ბავშვს ინფორმაცია. თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ყველა ბავშვის ცხოვრებაში შემოდის გაჯეტი, ტელეფონი, ტელევიზორი რადგან ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, ჩვენი შვილები კი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. მაშინ ჩვენც ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ და აღარ უნდა გვქონდეს ტელეფონები, არც ტელევიზორი უნდა ჩავრთოთ. რასაც მშობლებს უყურებენ, ისე იქცევიან შვილებიც. რა თქმა უნდა ტელეფონის გამოყენება დოზირებული უნდა იყოს და ჩვენც საჭიროებისამებრ უნდა გამოვიყენოთ ეს ნივთები და არ უნდა გავხდეთ მათზე დამოკიდებულები“, – ამბობს გიორგი ძოწენიძე.
გიორგი ძოწენიძე #პრაიმშოუში✨"ჩემს 3 წლის ანიტას არ ჰქონია გაჯეტებთან შეხება, არც გმირები იცოდა, არც მულტფილმები. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ყველა ბავშვის ცხოვრებაში შედის გაჯეტები. რათქმაუნდა ტელეფონის გამოყენება დოზირებული უნდა იყოს" – გიორგი ძოწენიძე #პრაიმშოუში 📲
Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025