UFC-ი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დღეს სასამართლოში იმყოფებოდა, სასამართლოს დატოვების შემდეგ კი მან მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან
ილიას თქმით, მას მალე მიეცემა შვილის, პატარა ჯორჯინას ნახვის შესაძლებლობა.
„ჩემთვის პრიორიტეტი ჩემი გოგონაა, ჩემი ოჯახია, ესაა ჩემი პრიორიტეტი.
ჩემს გოგონას კვლავ ძალიან მალე ვნახავ. სტრესში არ ვარ, არ ვღელავ, ძალიან მშვიდად ვარ“, – თქვა ილია თოფურიამ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.
„გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი
ვიდეო: ემოციური მიძღვნა ჯორჯინა უზკატეგუის – რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურიას მეორე ნახევარი
