LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს ჯგუფში, ტოპ ოცეულში პირველ ადგილზე ვარ” – ნინი შერმადინის ამერიკული წარმატება

388
BeFunky-collage - 2023-07-28T223455.918

ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, საკუთარ ჯგუფში, ტოპ ოცეულში პირველ ადგილზეა.

ნინი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ შემდეგი ეტაპი ტოპ 15-ში მოხვედრაა.

„რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ხმის მიცემა. ტოპ ოცეულში გადავედი და პირველ ადგილზე ვარ. არის ჯგუფები, რომლის ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, რადგან გასაიდუმლოებულია. როგორც გითხარით, ჩემს ჯგუფში ოცეულში პირველ ადგილზე ვარ. შემდეგი ეტაპია ტოპ 15-ში მოხვედრა, შემდეგ 10-ში, მერე გაიმართება ნახევარფინალი და ფინალი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მაქვს ბმული, სადაც უნდა გადახვიდეთ, გაიაროთ ვერიფიკაცია და ხმის მიცემა უფასოდ შეგეძლებათ, 24 საათში ერთხელ. ერთი კვირის მანძილზე გაირკვევა ტოპ 15-ის ვინაობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკაში ქართველ ემიგრანტებს, ვეცდები მაქსიმალურად გასახელოთ”, – საუბრობს ნინი შერმადინი.

„მეგობრებო, როგორც არასდროს არაფერი მითხოვია საკუთარი თავისთვის, ახლა გთხოვთ” – ნინი შერმადინი გულშემატკივრებს მიმართავს

„დარჩა 6 დღე ხმის მიცემის დასრულებამდე და ჯერ კიდევ პირველზე ვარ თქვენი წყალობით.. თუ გავიმარჯვეთ, არ შეგარცხვენთ გპირდებით“ – ნინი შერმადინი გულშემატკივრებს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g