„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მარიტა როხვაძემ შეასრულა ერეკლე დეისაძის სიმღერა, რომელიც სალომე ბაკურაძის მეუღლის, ლაშა ბასლანძის ხსოვნას მიუძღვნა.
„ჩემს ლაშა ბასლანძეს… მადლობა ერეკლე დეისაძეს ამ სიმღერისთვის“, წერს მარიტა როხვაძე და საკუთარ შესრულებას გვიზიარებს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ბაკურაძის მეუღლე, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 2025 წელს, იტალიაში ყოფნისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
