LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს შვილში დიაგნოზი კი არა, დახატული, საოცარი, ულამაზესი ბავშვი დავინახე, ნინომ ჩემთვის მითები დაამსხვრია“ – გაიცანით 16 წლის უსაყვარლესი ნინო ჭანტურიძე

278
ნინო ჭანტურიძე

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“, საკუთარ მაყურებელს ყოველდღიურად საინტერესო ადამიანებს აცნობს.

გადაცემის დღევანდელ რუბრიკაში აუდიტორიამ 16 წლის ნინო ჭანტურიძე გაიცნო.

როგორც ნინო ჭანტურიძის დედა, ორგანიზაცია „მზის შვილების“ დამფუძნებელი, ინგა ლოლაძე აღნიშნავს, ნინომ დაუნის სინდრომთან დაკავშირებული მითები დაამსხვრია.

„მე ჩემს შვილში დიაგნოზი კი არა, დახატული, საოცარი, ულამაზესი ბავშვი დავინახე. ნინომ ჩემთვის მითები დაამსხვრია. როდესაც ნინო დაიბადა, დაუნის სინდრომის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, ამან გამოიწვია ჩემი უსუსურობა, დაბნეულობა, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა და როგორ უნდა გამეზარდა ბავშვი. დავიწყეთ საოცარი ცხოვრება, ჩვენი ყოველი დღე სასწაულებით არის სავსე.

დადის ხატვაზე, ვიოლინოზე, ფული შეაგროვა და ასე იყიდა ვიოლინო, იმდენად უნდოდა, რომ დაკვრა ესწავლა.

იმისათვის, რომ ჩემი შვილისა და მისი მეგობრებისთვის რამე ღირებული შემექმნა, 2011 წელს დავაფუძნე ორგანიზაცია „მზის შვილები“, რომელიც ამ ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა.

უკვე მეორე თვეა ძიუდოზე დავდივართ, ეს წრე სპეციალურად ჩვენთვის შეიქმნა. 1 ივნისს, ჩვენი ბავშვები პირველად მიიღებენ შეჯიბრში მონაწილეობას.

დღეს ვთვლი, რომ ღმერთმა მართლა ამომარჩია მილიონ ქალში, რომ ასეთი კარგი და საყვარელი გოგო ჩემი შვილია“, – აღნიშნავს ინგა ლოლაძე.

„მყავს ძალიან ბევრი მეგობრები, მათთან ერთად ვმღერი, ვცეკვავ. უნდა გამოვიდე ძიუდოს შეჯიბრზე და მინდა, რომ მედალი მოვიგო“, – აღნიშნავს ჭანტურიძე ნინო

“მე ჩემს შვილში დიაგნოზი კი არა – დახატული, საოცარი, ულამაზესი ბავშვი დავინახე

“მე ჩემს შვილში დიაგნოზი კი არა – დახატული, საოცარი, ულამაზესი ბავშვი დავინახე. ნინომ ჩემთვის მითები დაამსხვრია”🫂💛 გაიცანით 16 წლის უსაყვარლესი ნინო ჭანტურიძე✨💛 #მარიამ_იმედაშვილი

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g