ცოლ-ქმარი მოხუცთა თავშესაფრიდან, 84 წლის დემურ კალანდაძე და 80 წლის ზოია ფაღავა თათია სულუაშვილის გადაცემის „თათიას გმირები“ ობიექტივში მოხვდნენ.
„25 წლის ვიყავი, როდესაც ჩემთან სამსახურის დასაწყებად მოვიდა ულამაზესი გოგონა და მითხრა, რომ მუშაობა სურდა და ყველანაირ ადგილზე თანახმა იყო. მე ვუთხარი, სახლში მაქვს ცოლის ადგილი მეთქი. გაწითლდა და მაშინვე გაიქცა. პირდაპირ არ მითქვამს, მიყვარხარ მეთქი, მაგრამ მიხვდა ჩემი საქციელით რომ მიყვარდა“, – ამბობს დემურ კალანდაძე.
როგორც ზოია ფაღავა იხსენებს, სულ პირველად მის მეუღლეში გარეგნობამ მოხიბლა.
სამწუხაროდ, ცოლ-ქმარმა ბინა საკუთარი შვილის გადასარჩენად გაყიდა, თუმცა ის იშვიათი დაავადებით 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თავშესაფარში მისვლა მოუწიათ, რადგან ბინა, რომელიც დააგირავეს ბანკმა გაუყიდათ.
ბატონი დემურის თქმით, ისინი ახლა ერთმანეთის პატრონები არიან და სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობენ.