გადაცემაში „ყავა ბათუმურად“ ნანუკა სტამბოლიშვილი იხსენებს თურქული სერიალის გადაღების ერთ-ერთ დღეს, სადაც ერთ-ერთი ქალბატონი მასთან მივიდა და როგორც სერიალის გმირი, ისე გააფრთხილა:
„გადაღება გვაქვს ძალიან ვიწრო ქუჩაზე, გადაიკეთა და ვიღებთ ავარიის სცენას, როცა მანქანა მეჯახება. ასეთ დროს გადაღება რთულად მიდის, რადგან იღებენ ყველანაირ კადრს. სცენაა ასეთი, მოდის მანქანა, მეჯახება, მიკეთებენ გრიმს, მასხამენ სისხლს… რამდენიმე დუბლად გადავიღეთ. ხალხი კი აკონტროლებს, რომ გადაღებას არავინ შეუშალოს ხელი, მაგრამ კამერების გადაწყობას სჭირდება დრო. გამოდის ჩვეულებრივი დეიდა, მოქალაქე, მაღაზიიდან პარკებით. პირდაპირ მოვიდა ჩემთან, ეტყობა, მხედველობის არეალიდან გამოეპარათ. შენ ხომ ნანუკა ხარო? მეგონა ჯგუფის წევრი. მეუბნება, შვილო, იამანს შენი ძმა არ მოუკლავსო… ეს მითხრა ჩემი პარტნიორის გმირზე… თავიდან ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. იცი, რა კარგი ბიჭიაო? მე ვიცი და დამიჯერეო… არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ქალმა დაინახა, ყველაფერს როგორ ვიღებდით და ეს რეალობა რომ არ იყო. მე მკაცრი სახით ვუპასუხე, ამას აუცილელად გავარკვევ-მეთქი…“
