LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როცა ხალხი წერს, რომ დედა გამოვაჩინო“ – რას ჰყვება თამუნა მუსერიძე, რომელმაც 8-წლიანი ძიების შემდეგ ბიოლოგიური მშობლები იპოვა

1028
თამუნა

თამუნა მუსერიძემ, რომელმაც 8-წლიანი ძიების შემდეგ ბიოლოგიური მშობლები იპოვა, მორიგი მიმართვა გაავრცელა.

თამუნა ახლად აღმოჩენილ ნათესავებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მათი გვერდში დგომა შეუფასებელია მისთვის.

ამასთან, ის დედაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დედა საქართველოში არ იმყოფება და მის შესახებ საზოგადოება მაშინ გაიგებს, როცა დედა-შვილის პირველი შეხვედრა შედგება.

„ისეთი მამიკო გყავს, დარწმუნებული ვარ ისევ პრინცესა გოგოდ გაგრძნობინებს თავს“ – თამუნა მუსერიძე მამასთან გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს

„ჩემთვის მთავარი იყო, რომ ეს ხალხი იყო ჩემ გვერდით. მათი ჩემ მიმართ დამოკიდებულება იყო ფასდაუდებელი, მე მათ ამაგს და კეთილგანწყობას ალბათ ვერასდროს გადავიხდი.

მესმის, რომ დედის მხარეს არის დიდი ინტერესი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ უმეტესობა საქართველოში არ ცხოვრობს, მათი ფოტოები რომ დავდო და მათზე ვისაუბრო ასე არ გამოვა.

მეც მირჩევნია და მათაც ურჩევნიათ, რომ როცა მათ შევხვდები რიგრიგობით გაგაცნოთ. ჯერ აქეთა მხარე არ მაქვს ამოწურული და მერწმუნეთ იქითა მხარეც არანაკლებ ულამაზესები არიან.

მათ შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით როცა ჩვენ წავალთ იმ ქალაქში, სადაც ისინი არიან ერთად.

ვიდეო: „ჩემი ცხოვრება ხელოვნებას მივუძღვენი“ – ვინ არის თამუნა მუსერიძის მამა: ნახეთ, ცნობილი ქორეოგრაფის ცეკვის კადრები

აუცილებლად ყველას გეტყვით, რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ის, რასაც ვერ მიაღწევთ. თუ ადამიანს რაღაც გულით უნდა ის აუცილებლად დაუბრუნდება…

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როცა ხალხი წერს, რომ დედა გამოვაჩინო, ასჯერ დავწერე, რომ დედა არ არის საქართველოში და ვერ გამოვაჩენ. ფოტო დავდო და დავაწერო რომ ეს არის დედა? თქვენთვის რისი მომცემი იქნება ეს? როდესაც პირადად ვნახავ, ემოციების გაცვლა როცა მოხდება ჩვენ შორის, როცა გავესაუბრები და პირადად შევხვდები, შემდგომი განვითარება უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის, ვიდრე ფოტო რომ დავდო,“ – აღნიშნავს თამუნა.

„მარტო მამის გაჩენილი არ ვარ…“ – თამუნა მუსერიძე განმარტავს, რატომ არ საუბრობს ამ დრომდე ბიოლოგიურ დედაზე

ვიდეო: პირველი შეხვედრა მამასთან – თამუნა მუსერიძე ემოციურ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g