LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემთვის იყო სიკვდილის ტოლფასი, რაც წლების მანძილზე მივიღე… ხანდახან მიტირია, რატომ არიან ასეთი ადამიანები? ნუთუ სხვა ინტერესის სფერო არ აქვთ, რომ ადამიანი არ მოკლან? ბევრი წელი დამაკლეს…“ – თამარ ჭოხონელიძე მის მიმართ სოციალურ ქსელში მიმდინარე აგრესიაზე

467
თამრიკო ჭოხონელიძე

„ჩემთვის იყო სიკვდილის ტოლფასი, რაც წლების მანძილზე მივიღე“, – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემაში „პირველი სტუდია“ განაცხადა.

მომღერალმა სოციალურ ქსელში მიმდინარე ბულინგის კამპანიაზე ისაუბრა და თქვა, რომ იცის ამ გადაცემასაც მოჰყვება იგივე ადამიანების მხრიდან მითქმა-მოთქმა:

„მე არ მიყვარს იმიტომ რომ ეთერში ვარ, ასე არ ვთქვა, ვსაუბრობ მთელი გულწრფელობით.

რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსაც გადასწვდნენ, ჩემთვის იყო სიკვდილის ტოლფასი, რაც წლების მანძილზე მივიღე…

ხანდახან მიტირია, გეფიცებით ყველაფერს.

მიფიქრია, რომ კარგი, მე ხომ მტკივა, მაგრამ ზოგადად რატომ არიან ასეთი ადამიანები?

ნუთუ სხვა ინტერესის სფერო არ აქვთ, რომ ასე გაბოროტებული, რომ ადამიანი არ მოკლან?

მე იგნორს ვერ ვაკეთებ, ჩემზე მოქმედებს, ბევრი წელი დამაკლეს“, – ამბობს ჭოხონელიძე.

"ჩემთვის იყო სიკვდილის ტოლფასი, რაც წლების მანძილზე მივიღე" – თამრიკო ჭოხონელიძე

"ჩემთვის იყო სიკვდილის ტოლფასი, რაც წლების მანძილზე მივიღე" – თამრიკო ჭოხონელიძე გადაცემა სრულად 👇 https://www.youtube.com/watch?v=9mhtCG0xqsM

Posted by პირველი სტუდია • Pirveli Studia on ორშაბათი, 24 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g