ცისანა სეფიაშვილი „იმედის“ გადაცემაში „სხვა რაკურსი“ დედისერთობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოველთვის სურდა, და ან ძმა ჰყოლოდა:
„ჩემი ცხოვრება იყო ძალიან მშვიდი, ბრჭყვიალა და ლამაზი, მაგრამ სულ მინდოდა, რომ მყოლოდა და, ან ძმა. და უფრო მინდოდა, მაგრამ მერე როცა ცოტა გავიზარდე და გავიგე, რომ ჩემზე წლინახევრით პატარა ტყუპი ძმა უნდა მყოლოდა და ეს ვერ მოხდა. აჩი და შოთი ჩემი მეზობლები იყვნენ და სულ მეგონა, რომ მისი მსგავსი ტყუპი ძმა უნდა მყოლოდა.
მშობლები აბსოლუტურად ყველაფერს მისრულებდნენ, ოღონდ ზრდილობის ფარგლებში. ძირს რომ წვებიან და ფეხებს აბაკუნებენ, ასეთი არასდროს ვყოფილვარ. დედისერთა ცისანა არა მხოლოდ ჯემალისთვის და მანანასთვის, არამედ ყველასთვის ვიყავი.
შენმა დედისერთობამ ხომ არ განაპირობა ის, რომ შენ ბევრი შვილი გააჩინე?
ვტკბები, როცა ვუყურებ, ჩემი შვილები ერთი გუნდი რომ არიან და ერთად გააქვთ თავი. ჩემს შვილებს და-ძმასავით ვუყურებ, არ ვამბობ ჩემს 11 წლის შვილზე, რომელიც ყველას გათამამებული გვყავს. ეგოისტურად არ მიქნია, მინდოდა ბევრი შვილი. ცოტა ეგოისტი ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ სამყარო ჩემ გარშემო ტრიალებს, ასე ვიქნებოდი ალბათ, და-ძმაც რომ მყოლოდა…“
