ჩინეთის ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი გაიხსნა და პირველ ავტომობილსაც უმასპინძლა. CNN-ის ინფორმაციით, გვირაბს მთელი 4 წლის განმავლობაში აშენებდნენ.
ნაგებობა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, შანხაიდან 50 კილომეტრში, ძიანსუს პროვინციაში მდებარეობს და მისი სიგრძე 10,79 კმ-ს შეადგენს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გვირაბის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და სამუშაოებზე მთლიანობაში 1,56 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
გვირაბის სიგანე 17,45 მეტრია და მოძრაობის 6 ზოლი აქვს. სახურავი მილიარდობით ფერადი ნათურითაა გაფორმებული, რაც მძღოლებს კონცენტრაციის შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს.