მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში საკუთარი ქალიშვილის, პატარა ელის-მარიას ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.
ამჯერად სოფო ნიჟარაძე საკუთარ გამომწერებს ელის-მარიას მორიგ სახალისო ვიდეოს უზიარებს, რომელშიც ელის-მარია ამბობს, რომ ეკა ხერხეულიძე უყვარს.
როგორც ყოველთვის, „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოს უამრავი დადებითი შეფასება აქვს:
„საოცარი ბავშვი“, „გულის მალამო ხარ ალისკა.. უზომოდ მიყვარხარ“, „რა ჭკვიანი და მოხერხებული გოგო ხარ“ – წერენ კომენტარებში.