LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით“ – გენო პეტრიაშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს

143
გენო პეტრიაშვილი

„ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. ამ ადამიანებს ეცით პატივი. 1 120 000 ადამიანია და პატივი ეცით ამ ადამიანების არჩევანს. მოკითხვა ჩვენს გულშემატკივარს და დიდი სიყვარული სრულიად საქართველოს ჩვენგან. არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს, ჩვენი სიყვარული არიან ისინი და გთხოვთ პროვოკაციებს შეეშვით. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვას, მოაბილიზა თუ არა მან ბიჭები იმისთვის, რომ აქციის მონაწილეებისთვის დაეპირისპირებინა.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ნაძვის ხეს ართმევთ, მაგრამ არ გამოგივათ, ნამდვილად აენთება ნაძვის ხე“ – ლაშა ტალახაძე „ტვ პირველს“

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ის არ აპირებს „ტვ პირველთან“ ინტერვიუს ჩაწერას, სანამ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს და მათ არჩევანს პატივს არ სცემენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი“ – კახა კალაძე

„ბავშვები სად არიანო. აქ არიან, შეიკრიბნენ, ელოდნენ, მაგრამ დააცადა ვინმემ?“ – მამუკა მდინარაძე

„თქვენ სანამ ჩვენს ამომრჩეველს პატივს არ სცემთ არ ჩავწერთ ჩვენ თქვენთან ინტერვიუს. არ ცემთ თქვენ პატივს და არ ჩავწერთ ინტერვიუს. ძალიან გთხოვთ პროვოკაციულ კითხვებს შეეშვით. ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. ამ ადამიანებს ეცით პატივი. 1 120 000 ადამიანია და პატივი ეცით ამ ადამიანების არჩევანს. მოკითხვა ჩვენს გულშემატკივარს და დიდი სიყვარული სრულიად საქართველოს ჩვენგან. არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს, ჩვენი სიყვარული არიან ისინი და გთხოვთ პროვოკაციებს შეეშვით. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g