მომღერალი სოფო ხალვაში „აჭარის მაუწყებელის“ ეთერში მის ბავშვობასა და ახალ თაობას შორის შედარებას აკეთებს და აცხადებს, რომ ახალ თაობას ბედნიერების იმ დოზით განცდა არ აქვს, როგორც ეს მისი ბავშვობის დროს იყო.
„ახალ თაობას იმდენად ყველაფერი აქვთ, რაც ჩვენ არ გვაქონდა… ჩვენ პატარა რაღაცებიც გვიხაროდა, ელემენტარული.
დღეს ჩვენ ვფიქრობთ, მშობლები შვილებს რით გავახარებთ, რა გაუხარდებათ, რადგან იმდენად რთულად აღსაქმელია… პარადოქსია, რომ ბავშვებმა იციან რა უნდათ, მაგრამ ეს რაღაცები ალბათ აკლიათ. ის სრული ბედნიერება, რაც ჩვენ ბავშვობაში გვქონდა მგონია, რომ არ აქვთ. მგონია, რომ ახალ თაობას სრული ბედნიერების განცდა აკლია…?!“, – ამბობს სოფო ხალვაში.
