ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მსახიობი ნინი კასრაძე „ფორმულას“ ეთერში საუბრობს.
„ჩვენ რომ გვემუქრებოდნენ არ აგარევინებთო, არც ჩვენ არავის არ ავარევინებთ. ჩვენ ვრჩებით კანონის ჩარჩოში“, – აცხადებს ნინო კასრაძე.
ცნობისათვის, 23 იანვარს, 18:00 საათზე მსახიობები და რეჟისორები „ახალი თეატრის“ წინ საპროტესტო მანიფესტს გააჟღერებენ.
„როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა, რისი მომსწრენიც გახდებით ხვალ“ – დავით დოიაშვილი
ვიდეო: „ვიცავ როგორც სხვისას, ასევე ჩემს ხვალინდელ დღეს და მომავალს“ – ირაკლი კვირიკაძე
შეგახსენებთ, რომ 24 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადაიდო.
საპროტესტო აქციებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. მათ შორის არიან მუსიკოსები, მსახიობები.