LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენი პრინცესას სილამაზე კაბა“ – გიორგი მამარდაშვილის რჩეულის, ელენე ეპიტაშვილის კაბის დიზაინერმა გამომწერების კითხვებს უპასუხა

314
ლალიკო ძამაშვილი

ყველასთვის საყვარელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი და მისი რჩეული ელენე ეპიტაშვილი, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან.

არაჩვეულებრივი წყვილი შვილს ელოდება, ისინი გოგონას მშობლები გახდებიან.

სქესის გაგების ცერემონია წყვილმა რამდენიმე დღის წინ გამართა, სწორედ ამ ცერემონიის კადრების გავრცელების შემდეგ გახდა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანი, თუ ვის ეკუთვნოდა ულამაზესი თეთრი კაბა, რომელიც ელენეს ჰქონდა მორგებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ კაბა ლალიკო ძამაშვილის შექმნილია.

„როცა კაბა დასრულდა, მისი ცქერა ერთი სიამოვნება იყო“ – ვინ შექმნა ელენე ეპიტაშვილის საოცარი თეთრი კაბა

ცოტა ხნის წინ ლალიკო ძამაშვილმა სოციალურ ქსელში კაბის ვიდეო გაავრცელა, სადაც გამომწერების კითხვებსაც უპასუხა:

„მამარდას ცოლს ეცვა ასეთი“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. კაბის დიზაინერმა კი უპასუხა, რომ დიახ, კაბა ელენე ეპიტაშვილს თავად შეუკერა.

„ულამაზესი“, „სასწაულად ლამაზი კაბა“, „ჩვენი პრინცესას სილამაზე კაბა“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

გოგო თუ ბიჭი ? – გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე შვილს ელოდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები