LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენი ქორწილი ფაქტობრივად შოუ იყო“ – ლაშა რამიშვილისა და ბელა ნოზაძის სიყვარულის 20 წელი

489
ფორტუნა (12)

გადაცემა „შუადღის“ ეთერში ლაშა რამიშვილმა და ბელა ნოზაძემ მათი სიყვარულის და დაოჯახების ისტორია გაიხსენეს.

„ერთად  18 წელია, რაც ვართ. ერთმანეთი კი 20 წელია, გვიყვარს. ქორწინების იუბილესაც აღვნიშნავთ ყოველ წელს, თან განსაკუთრებულად კარგ დღეს გვქონდა ქორწილი, 6 მაისს, გიორგობას.

ასევე აღვნიშნავთ სიყვარული რომ ამიხსნა, იმ დღეს“. – ამბობს ბელა.

„ხომ ხვდებით, რამდენი ხარჯია. მისი დაბადების დღე, ახალი წელი, ქორწინების დღე, სიყვარულის ახსნის დღე, სამი მარტი, რვა მარტი. შენ აწყობილ ცხოვრებას გაუმარჯოს, ჩემო ბელა.

თვალებახვეული წავიყვანე ნარიყალაზე. სამი ლარი მქონდა, მეტი არა. ტაქსი გავაჩერე და ვთხოვე, როგორმე იმ ადგილას იქნებ ამიყვანო  – მეთქი. სამი ლარი მაშინ დიდი ფული იყო.

ყველაზე მაღალ წერტილზე ავიყვანე და მზე რომ ჩადის და ჰორიზონტზე სისხლისფრად ჩანს, ცა, თვალებზე მოვხსენი და ვუთხარი ცოლად თუ გამომყვები -მეთქი. თვალი რომ გაახილა, ვაიმე სად ვარო, ვუთხარი აქა ხარ ქაბატოჯან და პასუხი მითხარი მეთქი. და ჰოო, თქვა. “ – იხსენებს, ლაშა და დასძენს, „მას შემდეგ დედოფლად არის რამიშვილების ოჯახში“.

„ძალიან მინდოდა ქორწილი და თეთრი  კაბა. ქორწილი იყო ზღაპრული. 18 წელი გავიდა და ახლა შეიძლება ბევრი რამ შეგვეცვალა, მაგრამ იმ დროისთვის იყო საუკეთესო. ფაქტობრივად შოუ იყო. ჩვენი ახლობლები ჩვენ ქორწილზე ძალიან დიდხანს ლაპარაკობდნენ. არაფერი არ მომწონს, რაც მეცვა და თმა როგორც მქონდა, თმა სალონშივე არ მომწონდა, მაგრამ მომერიდა, რომ მეთქვა.“ – ამბობს ბელა.

„თუკი ოდესმე ქალი ლამაზი ყოფილა, ეს იყო ჩემ ქორწილში. რომელიც იმ დღიდან მოყოლებული ჩემთვის დედოფალია. ჩოხა არ მეცვა, მე ვიყავი საქართველოში მითჰუნ ჩაკრაბორტის პროტოტიპი და რატომ, მეც თეთრი შარვალ-კოსტუმი. სიურპრიზები იყო ყოველ წამს“.- იხსენებს ლაშა ქორწილის დღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g