მომღერალმა ლელა წურწუმიამ და ბენდმა „ჩვენ“ საზაფხულო სეზონზე, ბათუმში კონცერტები გამართეს, რომლებმაც ანშლაგით ჩაიარა. მომღერალმა ბენდთან ერთად, მსმენელს დაუვიწყარი წუთები აჩუქა. აღნიშნულზე კი ის ფოტო და ვიდეომასალა მეტყველებს, რომლებსაც პროდიუსერი კახი მამულაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებდა.
ამჯერად, კახი მამულაშვილი ბათუმში, სეზონის ბოლო კონცერტის ვიდეოს გვიზიარებს, სადაც მსმენელმა დაუვიწყარი სიამოვნება მიიღო.