ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ბავშვების ახალ კადრებს უზიარებს.
ვიდეო: „რა ხდებოდა გადაღებაზე“ – გიგა ცხელიშვილი ტყუპების ფოტოსესიიდან უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს
როგორც კადრებიდან ირკვევა, ფოტო და ვიდეო სტუდიამ – mystudio.ge, დაჩის და დანიელს საახალწლოდ ფოტოსესია მოუწყო.
პატარები კადრებში, საახალწლო დეკორაციებისა და ნაძვის ხის ფონზე პოზირებენ.
„ჩვენი შოშიები, როგორი ელეგანტურები არიან“, „პატარა პრინცები“, „მრავალი ბედნიერი ახალი წელი აღნიშნეთ შოშიებო“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ პატარებო დიდი სიყვარულით“ – როგორ აღნიშნეს „შოშიებმა“ 1 წლის იუბილე
