„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში გადაცემაში „დიდი შესვენება“ პედაგოგი თამთა კვარაცხელია საუბრობს იმის შესახებ, რომ მოზარდები „ტიკ-ტოკზე“ მცირე ზომის ვიდეოების ყურებას ეჩვევიან:
„ჩვენი შვილები უყურებენ ძალიან მოკლეხნიან კონტენტებს, ამ სიტყვას გამოვიყენებ, ამის შესაბამისი სიტყვა ქართულში არ ვიცი, როგორ შეიძლება ითქვას. „ტიკ-ტოკის“ ბავშვები არიან, ადვილად იგებენ და ადვილად ივიწყებენ. ჩვენი დიდი მწერალი ამბობდა, ყოველი ახალი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები იმაზე უკეთესი, ვიდრე იყავი. ბავშვებს არ აინტერესებთ სიტყვაკაზმული მწერლობა. რასაც ისინი უყურებენ, ეს თვალს ახარებს, მუსიკით არის გაჯერებული, არის მოძრავი ვიდეოგამოსახულებები. რაც სულსა და გულს უნდა ახარებდეს, ლიტერატურა, რომელსაც სჭირდება ნებისყოფა, ფიქრი, გააზრება, ჩვენ ეს დავკარგეთ…“