გიორგი მამარდაშვილმა საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ ხელთათმანები მოიხსნა და ტრიბუნაზე გულშემატკივრებს აჩუქა.
თამაშზე საქართველოს მეკარემ 11 სეივი შეასრულა და თავისი ნაკრები ურთულესი დარტყმებისგან იხსნა.
„ეს ბიჭი სასწაული და საოცრებაა“…„ეს ბიჭი საქართველოს და ხონის სიამაყეა“…„დღევანდელი თამაშის გმირი“, – ვკითხულობთ კომენტარებში.
გიორგი მამარდაშვილი დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი საქართველო-ჩეხეთის მატჩი ანგარიშით 1:1 ფრედ დასრულდა.