საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ანსამბლმა „ალილომ“ სიმღერა მიუძღვნა.
რევაზ ლაღიძის ცნობილი კომპოზიციის – „ჰერიო ბიჭებო“ ახალი ვერსიის პრეზენტაცია 14 ივნისს შედგა, დღეს კი ანსამბლ „ალილოს“ წევრები გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ესტუმრნენ და სიმღერის შესახებ ისაუბრეს:
„ამ სიმღერის დამუშავება „ალილოს“ რეპერტუარში მანამდეც გვინდოდა, შემდეგ ჩემპიონატიც დაემთხვა და აჩიკო ბერიძის აზრი იყო, მოდი, ბიჭებს მივუძღვნათო.
თან ხვალ დავით ყიფიანის დაბადების დღეა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი წევრის ნათლიაა – ერთმანეთს ბევრი რამ დაემთხვა, შემდეგ ცოტა ტექსტი დავამატეთ, ყველა გავერთიანდით, ბიჭებსაც გადავუგზავნეთ და ძალიან მოეწონათ“, – აღნიშნა ანსამბლ „ალილოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ღლონტმა.
😇 ანსამბლი "ალილო" და მათი ოჯახის წევრები ახალი სიმღერით დილის ეთერში😇 ანსამბლი "ალილო" და მათი ოჯახის წევრები ახალი სიმღერით დილის ეთერში
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on კვირა, 16 ივნისი, 2024
შეგახსენებთ, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მინიმუმ, სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.