ილუზიონისტი გია ფარადაშვილი და მისი მეუღლე, ირინა ფარადაშვილი გადაცემა „პრაიმშოუს“ სტუმრები არიან, რომლის დღევანდელი თემას წყვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.
როგორც გია საუბრობს, ის თავის მეუღლეზე 27 წლით უფროსია, თუმცა წლებს მნიშვნელობას არ ანიჭებს.
„ჩვენს შორის 27 წელია სხვაობა. წლებს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა…ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. რამდენიმე დღეში 67 წლის ვხდები და მე დღესაც შემიძლია, რომ ჰაერში ვიფრინო.
მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც სცენაზე დამეხმარებოდა და ასე გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ შეგვიყვარდა და 25 წელია ცოლ-ქმარი ვართ. როდესაც ის მოვიყვანე ცოლად და დავდე ფიცი ჩემს გულში, მას მერე არავისთვის შემიხედავს“, – ამბობს გია ფარადაშვილი.
ირინას თქმით, გიას ასაკი არ ეტყობა და ის მუდმივად ენერგიულია.
„გია არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ასაკი. ის მუდმივად ენერგიული, სიმპატიური და მოვლილია. სულ ცდილობს რომ გამაკვირვოს. მთავარია, რომ შენს გულს მოუსმინო, არავის სხვის რჩევას დაუჯერო და ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ირინა ფარადაშვილი.