LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ციხეში სტრესისგან განუკურნებელი დაავადება დამემართა” – რატომ იჯდა გია ბურჯანაძე ციხეში

1717
BeFunky-collage - 2022-10-31T015148.197

მსახიობი გია ბურჯანაძე გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” ციხეში გატარებულ პერიოდზე და მისგან მიღებულ სტრესზე საუბრობს.

როგორც ის აცხადებს, ხსენებული სტრესისგან უკურნებელი ნერვული დაავადება დაემართა.

“ორჯერ გამასამართლეს. ციხეში სამი დღე გავატარე. 2011 წლის 26 მაისს, მიტინგი დაარბიეს. პატიმარს და ტყვეს არ შეიძლება ცუდად მოექცე. შენ სახელმწიფომ არ შეიძლება პატიმარი დაჩაგრო და გაანადგურო. მიტინგზე გახსნის ცერემონია მე უნდა წამეყვანა და გამოვეწყვე, ჩავიცვი კოსტიუმი. პატრიარქის ნაჩუქარი პალტო მქონდა და ის მეცვა. ვიდექი ტროტუარზე…რაღაცები თქვეს და უცებ ჰაერში ამწიეს პოლიციელებმა. გამაქრეს და გამასამართლეს.

ციხეში სტრესისგან ნერვული დაავადება დამემართა. საკანში მითხრეს, რომ სხვები ცუდად იყვნენ და ჩემთან უნდა შემოეყვანათ. კი არ შემოიყვანეს, დაალაგეს. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. ერთ-ერთი ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. ისეთი ნაცემი იყო, ოდნავი იერით ვიცანი. ჩემი დაავადება სტრესმა გამოიწვია, ეს არ იკურნება. გარკვეულწილად კანზე აისახება, მელანინის სიმცირის გამო ზოგიერთი ნაწილი მუქდება და ზოგიერთი არა”, – საუბრობს გია ბურჯანაძე.

ამავე თემაზე:

“ფრჩხილებში სულ მიწები მქონდა…ამდენ რუსში საშინელ ტკივილს ვითმენდი” – რა შეემთხვა გია ბურჯანაძეს რუსეთში

ვიდეო: „პრემიერის დღეს მამა გარდამეცვალა და მე მაინც ვითამაშე სპექტაკლი” – გია ბურჯანაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g