ექიმი ზაზა თელია გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარია.
დერმატოლოგი განმარტავს, არის თუ არა სასარგებლო წონის კლებისთვის ცივი და არა ოთახის ტემპერატურის წყალი.
„ცივი წყლის გათბობით ორგანიზმი კალორიებს ხარჯავს. შესაბამისად მეტი შედეგი იქნება, თუ ჩვენ ცივ წყალს მივიღებთ. როდესაც ცივ წყალს ვიღებთ, ჩვენი ორგანიზმი ვალდებულია, რომ ეს წყალი გაათბოს. ამ პროცესში ის კალორიებს ხარჯავს. გირჩევთ რომ ცივი წყალი მიიღოთ“, – ამბობს ზაზა თელია.
