მცირე პაუზის შემდეგ, ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი ერთად გამოჩნდნენ. წყვილი პაპარაცებმა ნიუ-იორკში, სეირნობის დროს გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდის „ცხელ წყვილად“ წოდებული შეყვარებულების სამოსი ერთმანეთის შესაფერისი იყო. 49 წლის მსახიობს წითელი მაისური ეცვა, 29 წლის მოდელს კი იდენტური ფერის სვიტერი ჰქოდა მოხურული.
ცნობისთვის, ზაფხული წყვილმა ერთად გაატარა. იტალიურ ვოიაჟში მათ თან ბრედლისა და ირინა შეიკის ქალიშვილი, ლეა ახლდათ.
ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის ოჯახური დასვენება იტალიაში – უახლესი ფოტოები