LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცხოვრებამ მასწავლა სირთულეების გადალახვა და ის, რომ სადაც წაიქცევი, უნდა ადგე, თან ძალიან სწრაფად, თორემ ყველა გადაგთელავს“ – თედო ბექაური

172
თედო ბექაური

მსახიობი, მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გასული სეზონის გამარჯვებული თედო ბექაური სტუმრობდა გიორგი ღოღობერიძის გადაცემას „როგორ გადავრჩი“.

ვიდეო: ,,ჩვეულებრივი ცხოვრებიდან გადმომიყვანა სხვა ცხოვრებაში. ამაზე მიფიქრია, მაგრამ განხორციელება მიჭირდა” – თედო ბექაური ,,ცეკვავენ ვარსკვლავებზე”

თედო ბექაურმა გადაცემაში საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მნიშვნელოვან მოგონებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ასევე უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას – „რა ასწავლა ყველაზე მთავარი ცხოვრებამ“.

„მასწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი – ადამიანის სწორად ამოცნობა, ცხოვრების სირთულეების გადალახვა და ის, რომ სადაც წაიქცევი, უნდა ადგე, თან ძალიან სწრაფად უნდა ადგე, თორემ ყველა გადაგთელავს.

თუ არ წამოდექი, აბსოლუტურად ყველა ფეხს დაგაბიჯებს, ერთი წუთით არავინ დაგინდობს, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ეს გამოცდილი არ აქვთ. სამწუხაროდ ასეა, ვისაც დაცემა გამოცდილი აქვს, ის წამოდგომაში დაგეხმარება, ვისაც არ აქვს გამოცდილი – ის არ დაგეხმარება, თუმცა, შესაძლოა, განცდილიც ჰქონდეს, მაგრამ არ დაგეხმაროს, იმიტომ, რომ რაღაცის შიში აქვს.“, – აღნიშნა თედო ბექაურმა.

თედო ბექაური: „როცა არაფერს ვაკეთებდი, სახლში ვიჯექი, არაფრის გასაქანი არ მქონდა. უმოქმედობის გამო, დეპრესიაში ჩავვარდი…“

"სადაც წაიქცევი, უნდა ადგე, თან ძალიან სწრაფად, თორემ გადაგთელავენ"

🔺 "ცხოვრებამ სირთულეების გადალახვა მასწავლა და ის, რომ სადაც წაიქცევი, უნდა ადგე, თან ძალიან სწრაფად, თორემ ყველა გადაგთელავს…" | თედო ბექაური

Posted by როგორ გადავრჩი • Rogor Gadavrchi on შაბათი, 03 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g