მომღერალი ლუკა ჭოხონელიძე გადაცემის „გვიანი დილა” სტუმარია, სადაც პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.
„ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ. ნატო ჩემი და გიორგის პირად ცხოვრებაში არ ერევა, თუმცა დედას გარკვეულწილად მაინც უხდება ხოლმე ოჯახის საქმეების მიხედვა და წევრების აზრის გათვალისწინება. როდესაც ახალი ადამიანი შემოდის ოჯახში უნდა ჩაჯდეს ამ სიტუაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აირევა მონასტერი.
ვფიქრობ, ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ხვდები რომ ცოლის მოყვანა გინდა. ამ დროს ვინც შეგხვდება, სწორედ ის მოგყავს ცოლად”, – საუბრობს ლუკა ჭოხონელიძე.
ვიდეო: ლუკა ჭოხონელიძემ „ისევ მინდა გაზაფხული“ შეასრულა
ვიდეო: ჭოხოების ტკბილი დუეტი სიმღერაზე “თბილისური აპრილი“
ვიდეო: ლუკა ჭოხონელიძის არაჩვეულებრივი შესრულება