LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცხოვრების ყველაზე სათუთ და ამაღელვებელ ეტაპზე ვარ, სულ რამდენიმე დღეში ჩემი მესამე შვილი მოევლინება ამ სამყაროს. ვაჟიშვილის ეს მოლოდინი სრულიად განსხვავებულ სიღრმეს და განცდებს ატარებს“ – თამთა შედანიას ულამაზესი ფოტოსესია ფეხმძიმობისას

341
თამთა შედანია

თამთა შედანია ფეხმძიმედაა. შვილის მოლოდინში მყოფი „მის საქართველო“ შესანიშნავად გამოიყურება. ის გვიზიარებს კადრებს ახალი ფოტოგადაღებიდან და წერს:

„ცხოვრების ყველაზე სათუთ და ამაღელვებელ ეტაპზე ვარ, სულ რამდენიმე დღეში ჩემი მესამე შვილი მოევლინება ამ სამყაროს. ვაჟიშვილის ეს მოლოდინი სრულიად განსხვავებულ სიღრმეს და განცდებს ატარებს, უსაზღვრო სიხარულის დროა ჩემთვის…

ორსულობის არცერთი მომენტი არ შემინახავს ფოტოდ, არა იმიტომ, რომ ის არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ ეს გზა სრულიად სხვანაირად მინდოდა გამევლო. მე ველოდებოდი ჩემს მეგობარს @itslenore___ რომელმაც ჩემი ისტორიის დაფიქსირების ექსკლუზივი ჯერ კიდევ დასაწყისში მიიღო. ვიცოდი, რომ როცა დრო მოვიდოდა, ის ამ ყველაფერს ისე დაინახავდა და ასახავდა, როგორც ჩემი გული გრძნობს.

ცხენი კი, ეს მშვენიერი არსება, ჩემთვის ყოველთვის სიმბოლო იყო ძალის, თავისუფლების და შინაგანი სიმშვიდის. ის ერთდროულად მტკივნეული სილამაზეც არის და შეუპოვარი სიძლიერეც ზუსტად ისეთი, როგორიც დედობაა.
ალბათ, ამიტომაც არის ცხენი ჩემთვის ერთადერთი ცხოველი, რომელიც ასე ძლიერად მაკავშირებს საკუთარ თავთან და იმ ძლიერ ქალთან, რომელსაც ახლა ჩემი შვილისთვის ვქმნი. ამ ულამაზეს კაბაზე იზრუნა დიზაინერმა @tndarchia“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g