23 აპრილს მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მორიგი სოლო კონცერტი გამართა.
კონცერტზე ანრი ჯოხაძემ შეასრულა როგორც სოლო კომპოზიციები, ასევე დუეტები ცნობილ მომღერლებთან ერთად და დარბაზიც აიყოლია.
კონცერტს ესწრებოდნენ ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარიაც, რომლებმაც, როგორც ლიზას ინსტაგრამ სთორიდან ირკვევა, მუსიკალურ საღამოზე შესანიშნავად გაატარეს დრო.
დარბაზში მყოფი ლიზა და ირაკლი აცეკვდნენ ანრი ჯოხაძის სიმღერაზე: „რა აზრი აქვს ლოდინს“.