LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Coldplay-ის ვოკალისტმა ჯგუფის კონცერტზე სიმღერა ტეილორ სვიფტს მიუძღვნა

194
2024_coldplay_taylorswift_getty_2000x1270

ტეილორ სვიფტის ყველა აქამდე გამოცემული დისკის მხარდასაჭერი, The Eras Tour-ის ევროპული კონცერტების სერია გრძელდება. ამჟამად, ამერიკელი მომღერლის პერფორმანსები, გერმანიაში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 33 წლის არტისტის პარალელურად, გერმანიაში Coldplay-იც იმყოფება. ინგლისური პოპ როკ ბენდი მეცხრე და მომავალი, მეათე სტუდიური ალბომების მხარდასაჭერად, კონცერტებს, ასევე ევროპის მასშტაბით მართავს.

დიუსელდორფში პერფორმანსისას კოლექტივის ვოკალისტმა, კრის მარტინმა ყველასთვის მოულოდნელად, მსმენელს მიმართა. მან ტეილორ სვიფტი ახსენა და მას, ისევე როგორც პუბლიკას, 2016 წლის ჰიტი – Everglow მიუძღვნა.

,,ეს ტეილორ სვიფტს ეხება, რადგან მან დატოვა ქალაქი – ეს ყველას გეხებათ, ვინც დღეს სევდიანად გრძნობთ თავს, რადგან ტეილორს შემდეგ ქალაქში მოუწია წასვლა! ჩვენ ვმღერით ამ სასიყვარულო სიმღერას და ვუგზავნით ტეილორს, სადაც არ უნდა იყოს ის”, – აღნიშნა მარტინმა.

ცნობისთვის, ტეილორ სვიფტსა და ,,ქოლდფლეის” საერთო სიმღერა არ აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები