ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ამერიკელი მეგობარი თავის კურსელებთან ერთად ქართულ საგალობელს ასრულებს.
როგორც სანდრო გეგეჭკორი წერს, აღნიშნული მისთვის ძალიან ემოციური ფაქტია.
„დილის სამი საათია თბილისის დროით და ცრემლებისგან ამავსო ჟრუანტელმა!
როგორ შეიძლება, არ აგაღელვოს იმ ფაქტმა, რომ შენი ამერიკელი მეგობარი, შუა ამერიკაში, თავის კურსელებთან ერთად ქართულ საგალობელს ასრულებს…. დიახ, ჩვენს საგანძურს! ამერიკის შეერთებულ შტატებში…
თუმცა, რა მიკვირს, აქ რომ ვმასპინძლობდი, ყოველი წამით ტკბებოდა, ყოველი საქართველოს წამით. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“, – წერს სანდრო გეგეჭკორი.
