ვერიკო ტურაშვილმა თავისი ახალი სიმღერის, სახელწოდებით „შენთან მოვდივარ“ კლიპი გაგვიზიარა.
მომღერალი კლიპის შექმნაში დახმარებისთვის მეგობრებს მადლობას უხდის.
„და აი ჩემი დაანონსებული ახალი სიმღერა და ვიდეო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სიმღერის და ტექსტის ავტორს თემო საჯაია-ს. არანჟირება და მასტერინგი ეკუთვნის ზაზა ხუბუკელაშვილს და ვიდეო გადაიღო ჩემმა ძვირფასმა და უერთგულესმა მეგობარმა ალექსანდრე ფურცხვანიძემ. იმედია მოგეწონებათ და შეიყვარებთ“, – წერს ვერიკო ტურაშვილი.