კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი ახლახან ახალ სახლში გადავიდა, რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყო. მან შინ „პოსტივის“ უმასპინძლა. როგორც ის ამბობს, მისი სურვილები არქიტექტორმა გაითვალისწინა და ამის მიხედვით დააპროექტა კერძო სახლი.
ქეთი გაბისიანი:
„ვიზრუნე ყველა ნიუანსზე, რომ ყველა კუთხე გამომეყენებინა… ჩემი ახალი გატაცებაა თეფშები და ვაპირებ კოლექციის შეგროვებას. სახლში დავტოვე ბეტონის ჭერი და ძველებური გაყვანილობა. ჩემი სიყვარული სიძველეების მიმართ აქ კარგად იკვეთება…“