LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დაბრუნებაც ასეთი უნდა“ – გადაცემის „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ პირველი სტუმარი ცნობილია: „თითო-თითო subscribe-თი იმაზე ბევრს იზამთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ..“

1179
დათო გორგილაძე, დათო გოგიჩაიშვილი

მას შემდეგ რაც, ცნობილი გახდა, რომ „პირველი არხის“ ეთერში გადაცემა – „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ აღარ გავიდოდა, გადაცემის ერთგული მაყურებელი მის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაცემის ყურება YouTube-ზე იქნებოდა შესაძლებელი. გამოჩნდა ანონსიც, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

წესიერი ჟურნალისტები ასე არ იქცევიან! Guess who's first? 👀 პირველ სერიას დაელოდეთ აქ 👇 🔗 https://youtube.com/@gorgiladzisautanelisimsubuke?si=DS4SgAqWV9AB0FmB

Posted by • გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე • on სამშაბათი, 02 აპრილი, 2024

ირკვევა, რომ კვირას, 7 აპრილს, გადაცემის YouTube არხზე მაყურებელი „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეში“ ადამიანების მენეჯმენტის ტრენერს, მენეჯმენტ კონსულტანტს, დავით გოგიჩაიშვილს იხილავს.

„დაბრუნებაც ასეთი უნდა“, „ძალიან საინტერესოდ დაიწყო“, „როგორ გელოდით“, – წერენ კომენტარებში.

გადაცემის პირველ ანონსს თავად წამყვანი, დათო გორგილაძე ეხმიანება საკუთარ ფეისბუკგვერდზე და წერს:

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” რომ ბრუნდება, უკვე გამცნეთ ეგ ამბავი.

ვიღწვით და ვშრომობთ, არც გვეზარება და არც რა.

ერთი ისაა, რომ თქვენი მხრიდანაც სჭირდება საქმეს ხელის წაკვრა. გადაცემას ხომ მხოლოდ ის არ აკეთებს, ვინც მასზე მუშაობს, არამედ ისიც, ვისთვისაც მუშაობს.

დიდად წაადგება ამბავს, თუ Youtube-ზეც და

Facebook-ის ახალ გვერდზეც გამოგვყვებით, აგვედევნებით… რაც გენებოთ ის დაარქვით, მთავარია შევხმატკბილდეთ. თითო-თითო subscribe-თი იმაზე ბევრს იზამთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ეს Youtube-ის ლინკია: https://www.youtube.com/@gorgiladzisautanelisimsubuke

Facebook-ის გვერდის ლინკს კომენტარებში დაგახვედრებთ“

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" რომ ბრუნდება, უკვე გამცნეთ ეგ ამბავი. ვიღწვით და ვშრომობთ, არც გვეზარება და არც რა….

Posted by Dato Gorgiladze on ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები