LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დაძაბული ვითარება პარლამენტთან – პოლიციამ ორი დემონსტრანტი დააკავა

207
ვითარება პარლამენტთან

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გამჭვირვალობის კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა, საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაიძაბა.

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტისას, 2 მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ.

პოლიციის მოქმედებას, აქციაზე მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა.

პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინა შესასვლელთან გადავიდნენ, სადაც რკინის ჯებირებია დამონტაჟებული. ისინი პროტესტის ნიშნად ჯებირებზე აბრახუნებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციელთა რაოდენობა გაზარდა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

„მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g