ჯგუფის „ვეძებ“ შემქმნელი თამუნა მუსერიძე, რომელიც უამრავ ადამიანს დაეხმარა ოჯახის წევრის პოვნაში, სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, ქალმა იპოვა ძმა, რომელსაც 37 წლის განმავლობაში ეძებდა.
სწორედ ამ ვიდეოში თამუნა აღნიშნავს, რომ ძმა კახეთიდან უკვე დისკენ მოემართებოდა, რასაც ემოციები მოჰყვა.