LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დაიანა ვაშაკიძემ გერმანულ „ვოისში“ ბრწყინვალედ იმღერა და ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა – „განსაცვიფრებელია! ბრიტნი სპირსის კომპოზიციის საკუთარი ვერსიით მწვრთნელების დაჰიპნოზება მოახერხა“

1097
დაიანა ვაშაკიძე

გერმანული „ვოისის“ მიმდინარე სეზონში, ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე ქართველი შემსრულებელი, დაიანა ვაშაკიძე წარდგა.

დაიანამ ბრიტნი სპირსის სიმღერა „Toxic“ საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა და პროექტის წესების მიხედვით, შემსრულებლისგან ზურგით მყოფი ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა.

დაიანა ვაშაკიძის სიმღერის ვიდეოს პროექტის „ფეისბუკის“ ოფიციალური გვერდი აქვეყნებს და წერს:

დაიანა „დი“ ვაშაკიძემ საქართველოდან, ბრიტნი სპირსის კომპოზიციის – „Toxic“ საკუთარი ვერსიის შესრულებით მწვრთნელების დაჰიპნოზება მოახერხა“.

ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გამოქვეყნდა, უამრავი დადებითი შეფასება და გაზიარება აქვს.

„შესანიშნავად შეასრულა“, „ხმის საოცრად ნაზი ტემბრი აქვს“, „საოცრად იმღერა“, „აბსოლუტურად განსაცვიფრებელი, ძალიან ლამაზი ხმა!“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g