LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დაიბადა და დემეტრემ იტირა… გაგვაგებინა, რომ მზად იყო სიცოცხლისთვის ებრძოლა“ – უსაყვარლესი დემეტრეს ისტორია, რომელიც სამყაროს 23-ე კვირას მოევლინა

553
b73ae7fe-bee2-45e1-a4b3-3dcd23e84d47

ტელეკომპანია პირველი „შუადღე Live“-ის გადაცემაში უსაყვარლესი დემეტრეს ისტორიას გვიზიარებს, რომელიც სამყაროს 23-ე კვირას მოევლინა.

დემეტრეს დედა, ჟურნალისტი ანა მდივანი დეტალურად იხსენებს იმ დღეს როცა დემეტრე დაიბადა და მადლობას უხდის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დემეტრეს გადარჩენაში უდიდესი წვლილი აქვთ.

„ჩვენი ისტორია 2025 წლის ივლისში დაიწყო. მითხრეს, რომ მეწყება ნაადრევი მშობიარობა, რა თქმა უნდა, ვიყავი კონტროლზე, დავდიოდი კლინიკაში, თუმცა, ალბათ რაღაც გაიპარა…

როცა სამშობიარო ბლოკში შემიყვანეს, ჩემი ემოციები გაორებული იყო… ბედნიერება ნამდვილად ვერ იქნებოდა, რადგნ ექიმებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ 23 კვირაზე ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო… 

გულის სიღრმეში ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ჩემი შვილი ვერ გადარჩეს და უნდა იბრძოლოს…

პალატაში რომ ვიყავი, შემოდიოდნენ და დემეტრეს გულისცემას ამოწმებდნენ, რაც ბოლო წუთამდე მესმოდა. არც კი მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს გულისცემა რამდენიმე წუთში შეწყდებოდა…

ეს ამბავი ყველა წყვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტია… ახალი სიცოცხლე იბადება, ბედნიერი ემოციები უნდა გქონდეს, თუმცა მე და ჩემი მეუღლე სრულ ქაოსში ვიყავით, რადგან არ ვიცოდით რა გველოდებოდა. 

დაიბადა და დემეტრემ იტირა… გაგვაგებინა, რომ მზად იყო სიცოცხლისთვის ებრძოლა. საკუთარ თავსაც ვამხნებებდი და ვეუბნებოდი რომ მიუხედავად იმისა, რომ მძიმე რეალობის წინაშე ვიდექი, დარწმუნებული ვიყავი, რომ გადარჩებოდა. 

მართლა სასწაული მოხდა… სასწაული დაატრიალა დემეტრემ ექიმებთან ერთად.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნატა ფირცხალავას, ექიმს, რომელმაც მე მამშობიარა.

სწორედ აქედან იწყება უკვე ხუთ თვიანი ციკლი. გადავედით რეანიმაციაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც უაღრესად პროფესიონალი ადამიანები დაგვხვდნენ. ამ გუნდის ხელმძღვანელი შორენა ჭანკვეტაძეა. ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებს, რადგან, რომ არა ესენი მე არ ვიცი ახლა დემეტრე ჩვენთან ერთად იქნებოდა თუ არა. პირველი 3 თვე განსაკუთრებით კრიტიკული იყო“, – აცხადებს ანა მდივანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g