ე.წ-ლი „ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ „მთავარ არხთან“ ისაუბრა.
ემოციურ ინტერვიუში გადაცემა „პოსტ ფაქტუმთან“ გიორგი მამალაძემ პატიმრობის პერიოდზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ შვილები 7 წელი არ ჰყავდა ნანახი:
„პირველ რიგში დავკარგე ის რაც ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია, დავტოვე პატარები და დამხვდნენ დიდები…
გაუცხოება ჰქონდათ ბავშვებს, პატარას საერთოდ არ ვახსოვდი ფიზიკურად, მხოლოდ ფოტოებით… ჩემი ოჯახის წევრები არაფერს არ აკლებდნენ, მაგრამ ერთია ეს და მეორეა მამა – ბიჭებისთვის განსაკუთრებით
დამაცილეს ყველაფერს… ბავშვები 7 წელი არ მინახავს… ხანგრძლივი პაემნის ფარგლებში [მინდოდა ნახვა], მაგრამ მითხრეს, სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო და აღარ მინახავს არც ერთი“, – ამბობს დეკანოზი გიორგი მამალაძე.
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობის პერიოდზე"დამაცილეს ყველაფერს… ბავშვები 7 წელი არ მინახავს… ხანგრძლივი პაემნის ფარგლებში [მინდოდა ნახვა], მაგრამ მითხრეს, სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო და აღარ მინახავს არც ერთი"… | დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობის პერიოდზე
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 16 თებერვალი, 2025