LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დასვენებას ვერ ვირგებ, სულ იმაზე ვდარდობ, უკან დაბრუნებისას ისევ თვითმფრინავით რომ უნდა ვიმგზავრო” – რუსკა ქარქაშაძე

287
BeFunky-collage - 2023-06-01T001042.566

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის ეთერში საკუთარი პანიკური შიშების შესახებ საუბრობს.

„ტვინი ძალიან უცნაური რამეა და ძალიან ძლიერი. როდესაც ხვდება, რომ რაღაც დაამარცხე, სხვადასხვა ეტაპზე ახალ სიგნალებს გიგზავნის. ფრენის მეშინია. დასვენებას ვერ ვირგებ, სულ იმაზე ვდარდობ, უკან დაბრუნებისას ისევ თვითმფრინავით რომ უნდა ვიმგზავრო.

ასევე ვარჯიშის დროს დამემართა, ხელზე მეკეთა საათი, რომელიც პულსს ზომავდა. ბოლოს ავიჩემე რომ უნდა მეკონტროლებინა. ყოველ ორ წამში ერთხელ ვუყურებდი. ტვინში ისე ავირიე, რომ პულსი უეცრად 200-ზე ავიდა. ეს ჩემს თავს მე თვითონ გავუკეთე. შემდეგ ბუნებრივია თავი ხელში ავიყვანე და დავმშვიდდი”, – ამბობს რუსკა ქარქაშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g