8 აგვისტოს გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმი“ აგვისტოს ომის გმირებს მიეძღვნა. მომღერლებმა ომის გმირების შვილებთან ერთად იმღერეს.
დათო არჩვაძემ ბარბარა ჯაფარიძესთან ერთად „ფრთამოტეხილი მაფშალია“ შეასრულა.
ბარბარა ჯაფარიძე ვახტანგ გზირიშვილის დისშვილია, რომელიც აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 8 აგვისტოს, ბიძის გარდაცვალების დღეს დაიბადა.
„უდიდესი ემოციური განცდა და დატვირთვაა ჩემთვის ამ პატარა ანგელოზთან, ბარბარა ჯაფარიძესთან ერთად აფხაზეთზე სიმღერის შესრულება, რომელიც შეიქმნა პეტრე კოლხის ტექსტზე.
ეს სიმღერა ჩემი ერთ-ერთი გამოხატული სევდაა საქართველოს და ჩემი საქართველოს მიმართ და ასმაგად ემოციურია ჩემთვის ის, რომ ორი ქართველი გმირის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების გენის გამგრძელებელთან, პატარა ბარბარესთან შემიძლია შევასრულო ეს სიმღერა“. – აღნიშნა დათო არჩვაძემ სიმღერის დაწყებამდე.
სიმღერას სოციალურ სივრცეში უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა.
„უფალი გფარავდეთ“,
„უსაყვარლესი ბარბარე“,
„საოცარი შესრულებაა“.- წერენ სოციალურ ქსელში.